De Castelli – Iridium Edition მილანის დიზაინის კვირეულზე test
De Castelli-ს ახალი კოლექცია – Iridium Edition 2025 წელს პირველად გამოჩნდა მილანის დიზაინის კვირეულზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეტალი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ძლიერი და გამძლე დეტალი, არამედ დახვეწილი, ელეგანტური და მგრძნობიარე მასალაც.
კოლექციის მთავარი აქცენტი გაკეთებულია ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნამუშევარზე – Elizabeth. მისი ზედაპირი ელეგანტურად იშლება, ხოლო მეტალის ტექსტურა სინათლეს ისეთივე დინამიკით ირეკლავს, როგორც ბალერინას კაბა ცეკვისას. შედეგეგად იქმნება ფორმა, სადაც სიმტკიცე და ჰაეროვნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
კონსოლი არა მხოლოდ ფუნქციური ნივთი, არამედ სწორედ ის ელემენტია, რომელიც სივრცეში სიმშვიდეს ქმნის. ის თავისი მინიმალისტური ფორმით მარტივად ერგება ნებისმიერ ინტერიერს, იქნება ეს თანამედროვე სივრცე თუ უფრო კლასიკური გარემო.
Iridium Edition De Castelli-ს გამორჩეული ავეჯის ნიმუშებს ახალი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს და სრულად გადმოსცემს ბრენდის ესთეტიკას.
მასში გამოყენებული უნიკალური კობალტ-ლურჯი ფერი და DeIridium-ის ახალი, ინოვაციური ტექნიკა – თითოეულ ნივთს განსხვავებულ ენერგიას ანიჭებს – უფრო ინტენსიურს, თანამედროვეს და გამოკვეთილად დახვეწილს.
სერია ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, სადაც თითოეული ნივთი, იქნება ეს კონსოლი თუ სხვა ელემენტი, თავის ისტორიას ატარებს.
De Castelli ყოველთვის გამოირჩევა უნიკალური ხედვით, განსაკუთრებით კი იმით, თუ როგორ შეიძლება გადაამუშავოს მეტალი ისე, რომ მასში თანაბრად იგრძნოს სიზუსტე და სინაზე, ტექნიკური სრულყოფა და ემოციური ელეგანტურობა. ბრენდმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიზაინი არა მხოლოდ ფორმა და ფუნქცია, არამედ გრძნობაა, რომელიც მასალას ცოცხალ ქმნილებად აქცევს, Iridium Edition კი სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა.
Leave a Reply