ინოვაციები ინტერიერის დიზაინში: თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთა და Aura Concept-ის წარმატებული კოლაბორაცია
Aura Concept-ის ახალი შოურუმის კონცეფცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად შევიმუშავეთ. შემოქმედებითი პროცესის პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ჩვენი წარმომადგენლები გაიცნეს, შეისწავლეს ბრენდები, პროდუქტები და შემოგვთავაზეს 8 განსხვავებული კონცეფცია, ინდივიდუალური ინტერპრეტაციითა და უნიკალური ხედვით.
მეორე ეტაპზე კონცენტრაცია კონკრეტულ პროდუქტზე – ავეჯსა და სანათებზე გადაიტანეს, სადაც თითოეულმა სტუდენტმა თავიანთი ხედვა რეალურ სივრცეში გააცოცხლა და მოამზადა მაკეტი, რომელიც ხაზს უსვამდა პროდუქტის უნიკალურობას. ერთ-ერთი ნამუშევარი – ნიკა ჭელიძის მიერ შექმნილი “Driade-ს ნემოს ინსტალაცია” თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში იყო გამოფენილი, სადაც დამთვალიერებელს სავარძლის, ჯინსების პოდიუმისა და პანელების კომპოზიციის ნახვის საშუალება ჰქონდა.
შერჩეული ორი ინსტალაცია კი ჩვენს სივრცეშია წარმოდგენილი. ლიზა ეხვაიას ფარდების კომპოზიცია და გიორგი მარიამიძის სანათების ინსტალაცია Aura Concept-ის შოურუმის ნაწილი გახდა.
Leave a Reply