Aura Concept-ის დაბადების დღე & MDF Italia-ს ბრენდის პრეზენტაცია

Aura Concept გიწვევთ განსაკუთრებულ საღამოზე, რომელიც ეძღვნება კომპანიის დაბადების დღეს და იტალიური პრემიუმ დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული პრემიუმ ბრენდის – MDF Italia-ს – ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოში.

ღონისძიება გააერთიანებს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და Aura Concept-ის მეგობრებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ბრენდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და შევქმნათ სივრცე პროფესიული ურთიერთობებისა და ახალი იდეებისთვის.

საპატიო სტუმრები
მასიმილიანო დ’ანტუონო (Massimiliano D’Antuono)
იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
ენრიკო აჩერბისი (Enrico Acerbis)
MDF Italia-ს ბრენდის ამბასადორი, რომელიც სტუმრებს წარუდგენს ბრენდის ისტორიას, დიზაინის ფილოსოფიასა და თანამედროვე იტალიური დიზაინის ხედვას.

საღამოს პროგრამა მოიცავს MDF Italia-ს ბრენდის პრეზენტაციას, ინტერაქციულ ნაწილსა და არაფორმალურ ნეთვორქინგს ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
მუსიკალურ ატმოსფეროს შექმნის DJ Tobiass.

თარიღი: 9 ივლისი, 2026
დრო: 19:00 საათი
ადგილი: Aura Concept-ის შოურუმი
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №22

Fill In Information